|
2024-08-29 14:50:48, 457 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა - საკონსტიტუციო სასამართლოს ისტორიული შანსი აქვს შეაჩეროს „რუსული კანონი“, რომელიც საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება
დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს ისტორიული შანსი აქვს შეაჩეროს რუსულ კანონი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება,- ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს თითოეულ მოსამართლეს შესაძლებლობა, აქვს ამ ისტორიულ გზაგასაყარზე დადგეს ქართველი ხალხის მხარეს და დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია, ქართველი ხალხის ინტერესი და ჩვენი ქვეყნის ევროპული არჩევანი. “გაზაფხულზე მთელმა მსოფლიომ იხილა, განსაკუთრებით ქართველი ახალგაზრდების დამსახურებით, რომ საქართველო ირჩევს ევროპას. მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ ქართველი ახალგაზრდების და საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანი არის ევროპა. როდესაც უპრეცედენტოდ ფართომასშტაბიანი აქციებით ქართველმა ხალხმა უარი უთხრა არა “რუსულ კანონს“ და კი ევროპას. მიუხედავად ამისა, ივანიშვილმა მიიღო “რუსული კანონი“ და აპირებს მის ამოქმედებას და დღეს, საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს ისტორიული შანსი, რომ შეაჩეროს აღნიშნული კანონის მოქმედება, რომელიც აზიანებს ჩვენს ქვეყანას, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. დღეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და მის თითოეულ მოსამართლეს აქვს შესაძლებლობა, რომ ამ ისტორიულ გზაგასაყარზე დადგეს ქართველი ხალხის მხარეს, ისტორიის ნათელ მხარეს და დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია, ქართველი ხალხის ინტერესი და ჩვენი ქვეყნის ევროპული არჩევანი. ის რომ ქართველ ხალხს ეს არჩევანი უკვე გაკეთებული აქვს, რომ მათ სურთ ევროპული კეთილდღეობა და უარს ეუბნებიან სიღატაკეს იზოლაციაში, რადგან სწორედ იზოლაცია ემუქრება ჩვენს ქვეყანას “რუსული კანონის“ ამოქმედების შემთხვევაში, რომელიც არის კრემლის ანალოგი და ამაზე საუბრობს მთელი მსოფლიო. რის გამოც საქართველოს მოქალაქეებმა უკვე დაკარგეს ათეულობით მილიონი დოლარის თუ ევროს დაფინანსება და სამწუხაროდ საერთაშორისო იზოლაციაში ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება. ამიტომ, არჩევანი არის ძალიან ნათელი - ევროპული კეთილდღეობა ან სიღატაკე იზოლაციაში და ამ არჩევანში დღეს უდიდესი წვლილი აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს თითოეულ მოსამართლეს”,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)