|
2024-08-16 14:22:16, 482 ნახვა
პოლიტიკა
ნაცვლიშვილი - ხელისუფლება მარცხდება არჩევნებზე, ამის დასტურია საარჩევნო სია ე.წ. დელეგატების, რომლებსაც ხალხთან კავშირი არ ჰქონიათ
რუსეთის მსახური ხელისუფლება მარცხდება გარდაუვალად 26 ოქტომბრის არჩევნებზე, ამის კიდევ ერთი დასტურია მათ მიერ გუშინ წარდგენილი საარჩევნო სია ე.წ. დელეგატებისა იმ ოდიოზური ფიგურების, რომლებსაც არასდროს არანაირი კავშირი არ ჰქონიათ ქართველ ხალხთან,- ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა. როგორც ნაცვლიშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, "ისინი არასდროს წარმოადგენენ საქართველოს მოქალაქეებს და მათ ინტერესებს - ესენი კორუმპირებული ადგილობრივი ფეოდალები არიან". "კორუფციის გზით დაგროვილი ქონებით, ცდილობენ ხმების მობილიზებას, მათ შორის არაკანონიერი გზებით ადგილებზე და სწორედ მათზე აკეთებს კვლავ გათვლას ''ქართული ოცნება''. რაც არ უნდა დაარქვან ამ ადამიანებს, მე მინდა მათ ვუთხრა - უნდათ, დელეგატები დაარქვან, უნდათ, სხვა რამე დაარქვან, ფაქტი არის ერთი, მაჟორიტარული სისტემა არის საქართველოს კონსტიტუციით გაუქმებულია. ტყუილია, რომ ეს ადამიანები იქნებიან ახალი მაჟორიტარები, რასაც ''ქართული ოცნება'' საზოგადოებას ეუბნება. ესენი არიან ძველი სახეები, კორუმპირებული ადგილობრივი ფეოდალები. სახელის ცვლილებით მათი ბუნება არ შეიცვლება, მათ კარგად იცნობს ქართველი ამომრჩეველი. ესენი არიან ადამიანები მკაფიოდ გამოხატული პრორუსული ხაზით, ბევრი მათგანი რუსული კანონის მხარდამჭერი, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო საქართველოს ინტერესებთან. ესენი არიან წარსულის ადამიანები და 26 ოქტომბრის არჩევნებზე ქართველი ხალხი ამ წარსულის ადამიანებს მიუჩენს საკადრის ადგილს. საქართველო კი გააგრძელებს წინსვლას, განვითარებას, პროგრეს ძლიერი სახელმწიფოს ასაშენებლად",- განაცხადა ნაცვლიშვილმა. შეგახსენებთ, გუშინ, 15 აგვისტოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 22 დელეგატი წარადგინა, რომლებიც რეგიონებში „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიას გაუძღვებიან.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)