|
2024-08-01 12:10:22, 472 ნახვა
პოლიტიკა
კიტინგი - „ქართულმა ოცნებამ“ უნდა იცოდეს, რომ მათი ქმედება უპასუხოდ არ დარჩება
“ქართულმა ოცნებამ“ უნდა იცოდეს, რომ მათი ქმედება უპასუხოდ არ დარჩება,- ასე ეხმაურება კონგრესმენი ბილ კიტინგი ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონი დოლარის ოდენობის პირდაპირი დახმარების შეჩერების თაობაზე. კიტინგის განცხადებით, შეერთებული შტატები გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას, რომელიც მომავალს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ეძებს. “ჩვენ არ დავუჭერთ მხარს მთავრობას, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიას და კანონის უზენაესობას“,- წერს კიტინგი სოციალურ ქსელ X-ზე. შეგახსენებთ, გუშინ, 31 ივლისს გავრცელდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ აშშ საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დახმარებას აჩერებს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)