23:48 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-11 10:14:44, 528 ნახვა

პოლიტიკა
უზრა ზეია - აშშ საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით სერიოზულად შეშფოთებულია

აშშ სერიოზულად არის შეშფოთებული საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით, რომლებიც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს,- ამის შესახებ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეია სოციალურ ქსელში წერს.

უზრა ზეიას განცხადებით, მისი საქართველოში ვიზიტის მიზანი ქართველი ხალხისადმი მხარდაჭერის გამოხატვაა.

„გამარჯობა. ჩამოვედით თბილისში, რათა ხაზგასმით აღვნიშნოთ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ასევე ქართველი ხალხისადმი, მათ შორის მათი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უფლებით, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების ჩათვლით. აშშ სერიოზულადაა შეშფოთებული საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით, რომლებიც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს“,- წერს სახელმწიფო მდივნის მოადგილე X-ზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics