18:23 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-10 17:38:16, 845 ნახვა

მსოფლიო
სტოლტენბერგი - ველი, რომ მოკავშირეები შეთანხმდებიან არსებით პაკეტზე, რომელიც უკრაინის ალიანსში გაწევრიანების ხიდს წარმოადგენს

საიუბილეო სამიტზე იქნება მიღებული მნიშვნელოვანი სამომავლო გადაწყვეტილებები შეკავებასა და თავდაცვის საკითხებზე, უკრაინაზე, პარტნიორობის გაფართოებაზე, განსაკუთრებით აზია-წყნარი ოკეანეთის რეგიონში, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

სტოლტენბერგის თქმით, უკრაინასთან დაკავშირებით არის მოლოდინი, რომ მოკავშირეები შეთანხმდებიან არსებით პაკეტზე, რომელიც მოიცავს ხუთ ელემენტს და რომელიც უკრაინის წევრობისთვის ძლიერ ხიდს წარმოადგენს.

"უკრაინასთან დაკავშირებით ველოდებით, რომ მოკავშირეები შეთანხმდებიან არსებით პაკეტზე, რომელიც მოიცავს ხუთ ელემენტს: ნატოს განკარგულება უკრაინაზე უსაფრთხოების და წვრთნების უზრუნველყოფისთვის, გრძელვადიანი დაპირება უკრაინისთვის ჩვენი დახმარების გაგრძელებაზე, ახალი განცხადებები სამხედრო დამხარებაზე, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემაზე, ასევე ნატოს წევრებსა და უკრაინას შორის ორმხრივი უსაფრთხოების ხელშეკრულებები. ყველა ეს ნაბიჯი წარმოადგენს ძლიერ ხიდს უკრაინის წევრობისთვის", - განაცხადა სტოლტენბერგმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
გენერალური პროკურორი - კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ელენე ხოშტარიასთან მკურნალი ექიმი ვერ შედის
რა წერია საქართველოს შესახებ PACE-ს რეზოლუციაში - სრულად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics