13:22 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-07 12:27:52, 425 ნახვა

პოლიტიკა
პისტორიუსი - რუსეთი უკრაინის გარდა, საფრთხეს უქმნის მოლდოვას, საქართველოს და მთელ ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს

რუსეთის სასტიკი ომი უკრაინის წინააღმდეგ არღვევს საერთაშორისო სამართალს, მაგრამ ამავე დროს რუსეთისგან საფრთხე ემუქრება მოლდოვას, საქართველოს და მთელ ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა. 

პისტორიუსის თქმით, "რუსეთი დიდი ხანია ომის ეკონომიკაზე გადავიდა, აგრძელებს შეიარაღებას და დასავლეთის ქვეყნებმა არ უნდა იფიქრონ, რომ ის უკრაინის საზღვრებთან გაჩერდება".

"საბოლოოდ, რუსეთიც საფრთხეს წარმოადგენს საქართველოსთვის, მოლდოვასა და საბოლოოდ ნატოსთვის. ამიტომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა, ქალბატონებო და ბატონებო. ჩვენი მხარდაჭერის შეწყვეტას მოჰყვება ფატალური შედეგები, განსაკუთრებით, მაგრამ არა მხოლოდ უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის", - განაცხადა მინისტრმა

მისივე თქმით, ყოველი ევრო მნიშვნელოვანია და რუსეთის შესაძლო გამარჯვება საბოლოოდ ყველას გაცილებით ძვირი დაუჯდება

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics