|
2024-05-02 15:03:40, 320 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - როდესაც კანონპროექტი მესამე მოსმენით შევა ძალაში, გაიგებს საქართველოს მოსახლეობა, ვინ არის ამ ქვეყნის მოყვარე და ვინ - მტერი
დედაქალაქის მერი კახა კალაძე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „უცხოური გავლენის გამჭირვალობის“ კანონმდებლობა შთაგონებულია არა რუსეთიდან, არამედ ამერიკის კანონმდებლობიდან. „აღნიშნული კანონი შთაგონებულია ამერიკიდან, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორიდან. ჩვენ მივესალმებით FARA-ს კანონს, რომლის საშუალებითაც ბევრი სიბინძურე გახდა ცნობილი საქართველოში, თუ რომელი ევროპარლამენტარი რა ლობიზმით მოქმედებს, რეზოლუციებს რა ლობიზმით იღებენ. მადლობა აშშ-ს, რომ მოქმედებს აღნიშნული კანონი და ბევრი რამ გახდა ცნობილი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის. ასევე ბევრი იქნება ცნობილი, როდესაც „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით შევა ძალაში და გაიგებს საქართველოს მოსახლეობა, ვინ არის ამ ქვეყნის მოყვარე და ვინ - მტერი“, - განაცხადა კახა კალაძემ. მანვე უპასუხა მედიის შეკითხვას „გამჭირვალობის“ კანონპროექტის ამერიკულ FARA-სთან შედარების შესახებ და აღნიშნა, რომ ქართული კანონპროექტი ვერ იქნება ამერიკულის ანალოგი. „რა თქმა უნდა, ეს არ არის ანალოგი. ჩვენ ანალოგები და კოპირებები არ გვჭირდება. ეს არის ქართული კანონი. ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე და ვერ ნახავთ ვერცერთ ჩვენ მიერ გადადგმულ ნაბიჯს, რაც ხელისუფლებაში ვართ, რომელიც ქვეყნის ინტერესს ეწინააღმდეგება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)