18:57 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-07 15:36:02, 675 ნახვა

საზოგადოება
„თბილსერვის ჯგუფმა“ გლდანის რაიონში დასუფთავების აქცია ჩაატარა

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა ქერჩის ქუჩა N22, N24, N26-ის მიმდებარე ტერიტორიიდან საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენი გაიტანეს. აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, დასუფთავების ღონისძიებაში ჩართული იყო სპეცტექნიკა.

სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია და გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად გაეცნენ.

„ადგილობრივი მოსახლეობისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა კორპუსების მიმდებარედ დანაგვიანებული ტერიტორია. მოსახლეობის თხოვნითა და გლდანის გამგეობის ჩართულობით, დავგეგმეთ აქცია. სრულად დასუფთავდა და გაიწმინდა ტერიტორია. სამწუხაროდ, მოქალაქეების ნაწილი საყოფაცხოვრებო ნარჩენსაც არ ათავსებდა ახლომდებარე ურნებში, ამ ადგილას აგროვებდნენ სამშენებლო ნარჩენთან ერთად და იყო ანტისანიტარია. ამ მისამართზე კიდევ დავამატებთ ახალ კონტეინერებს და მომავალში გაკონტროლდება, რომ მსგავსი ფაქტები არ განმეორდეს“, - აღნიშნა დავით ფაჩულიამ. 

რაც შეეხება სამშენებლო ნარჩენს, „თბილსერვის ჯგუფის“ პოლიგონზე კანონიერად განთავსების შესახებ მოქალაქეებს სრული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ კომპანიის ცხელ ხაზზე - 2 61 90 50.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics