|
2023-07-06 12:57:17, 882 ნახვა
საზოგადოება
მედიის ინფორმაციით, მეუფე შიო მოწამლეს, სამედიცინო კვლევებმა კი მის სისხლში დარიშხანის კვალი აჩვენა
ტელეკომპანია "მთავარი არხის" ინფორმაციით, საქართველოს საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო მუჯირი მოწამლეს. როგორც "მთავარი არხი" წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, "დიდი ალბათობით, პატრიარქის თანამოსაყდრემ ერთ-ერთი ღვთისმსახურების დროს თავი შეუძლოდ იგრძნო. შემდეგ ჩატარებულმა სამედიცინო კვლევებმა კი, მის სისხლში დარიშხანის კვალი აჩვენა". მეუფე შიოს მოწამვლის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მაც. "რუსთავი 2"-ის ცნობით, "ბოლო თვის განმავლობაში მეუფე შიო შეუძლოდ გრძნობდა თავს, განსაკუთრებით მძიმედ ის 1 კვირის წინ იყო". ტელეკომპანიის ცნობითვე, "ჩატარებული კვლევების შედეგად, ანალიზებში აღმოჩნდა არაერთი საეჭვო ნივთიერება. საპატრიარქოში ეჭვობენ, რომ პატრიარქის თანამოსაყდრეს დროთა განმავლობაში, ეტაპობრივად წამლავდნენ". აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს უკვე აკეთებენ სასულიერო პირები. ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი "რუსთავი 2"-თან საუბრისას ამბობს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს. "მოულოდნელი, თავზარდამცემი და მართალი გითხრათ დაუჯერებელია. ადამიანებს შორის ვერ ვხედავ ვინმეს, ვისაც შეეძლო ასეთი რამე გადაეწყვიტა, ვერ წარმომიდგენია. მეუფე შიო სანამ თვითონ არ დაადასტურებს, ან ექიმები სანამ არ იტყვიან, რომ ნამდვილად ასეა, ვერაფერს ვერ ვიტყვი",- აცხადებს მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი. ტელეკომპანია ასევე ავრცელებს სამების საკათედრო ტაძრის იღუმენ გაბრიელის კომენტარსაც, რომელიც ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, პატრიარქის მოსაყდრე დარიშხანით იყო მოწამლული. "როგორც გავიგე მე თვითონ, [მიტროპოლიტი შიო] იყო დარიშხანით მოწამლული და ალბათ, დადასტურდება ესეც და გამოქვეყნდება საბოლოოდ, რა ფაქტორით იყო მოწამლული. წირვებზე რომ მოდიოდა მეუფე, მე მისთვის არ შემიმჩნევია ცუდად ყოფნა. მერე გავიგე, რომ შეუძლოდ იგრძნო თავიო და შესაბამისად, აუღეს ანალიზები. საქართველოში ჩაუტარდა ანალიზები", - აცხადებს იღუმენი გაბრიელი. რაც შეეხება საპატრიარქოს, მას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია. საპატრიარქოს პრესსპიკერმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მედიისთვის კომენტარი მოგვიანებით გაკეთდება. "ჟურნალისტების საყურადღებოდ: მეუფე შიოს შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს მოგვიანებით გავაკეთებ",- დაწერა ჯაღმაიძემ რამდენიმე საათის წინ "ფეისბუქის" გვერდზე.
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)