|
2023-06-14 15:36:44, 673 ნახვა
საზოგადოება
ღუდუშაური - რეგულირების სააგენტოს ინსპექტირების შედეგად, ათეულობით მილიონ ლარზე მიმდინარეობს დავები
მინდა, ვკითხო დეპუტატებს - რეგულირების სააგენტოს ინსპექტირების შედეგად, ათეულობით მილიონ ლარზე მიმდინარეობს დავები, რომლებსაც წლების განმავლობაში, მხოლოდ იმიტომ ასაჩივრებენ, რომ თანხა არ დაბრუნდეს ბიუჯეტში, ეს რამდენად სწორია?- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურმა, პარლამენტში, საკომიტეტო სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატები, ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს საქმიანობის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებს განიხილავენ. როგორც ილია ღუდუშაურმა აღნიშნა, უწყების მიერ, გამოწერილი ოქმების გასაჩივრება და პროცესების გაჭიანურება, ხშირ შემთხვევაში, მიზანმიმართულად ხდება, რათა თანხების ბიუჯეტში დაბრუნება არ მოხდეს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, დეპუტატებს, სასამართლო დავების სტატისტიკური მონაცემები გააცნო და აღნიშნა, რომ სასამართლომ, გასაჩივრებული ოქმებიდან, რეგულირების სააგენტოს გადაწყვეტილების 97 % მართებულად მიიჩნია. „2022 წლის 1 იანვრიდან დღემდე, რეგულირების სააგენტოს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის, დაახლოებით, 2 700 ოქმი აქვს დაწერილი, საიდანაც, ამ დროისთვის, 120 არის სასამართლოში. 60 შემთხვევაში გამართლდა მეორე მხარე, დანარჩენ შემთხვევაში რეგულირების სააგენტოს გადაწყვეტილება, სასამართლოს მიერ მართებული აღმოჩნდა, რაც დაახლოებით, 97 %-ია იმ ოქმების, რომელიც რეგულირების სააგენტომ გამოწერა. სასამართლოს გადაწყვეტილება, უმეტეს შემთხვევაში, 80-85 %, გასაჩივრდა, მიუხედავად იმისა, რომ მოგების ალბათობა ძალიან დაბალი იყო და ეს მხარემ იცოდა. რეგულირების სააგენტოს გამოწერილ აქტებს, მეორე მხარე იმიტომ ასაჩივრებს, რომ უბრალოდ დრო გაწელოს. გარდა ამისა, ამ დროისთვის, ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოსთან მიმართებაში რეგულირების სააგენტოს ინსპექტირების შედეგად, ათეულობით მილიონ ლარზე მიმდინარეობს დავები. მესმის კერძო სექტორის შიში და არ მოწონება ამ ფაქტთან დაკავშირებით, რომ შეიძლება, ზოგიერთი კლინიკისთვის ჯარიმა ძალიან მაღალი გამოდგეს და გაუჭირდეს ფუნქციონირება. მაგრამ მინდა, ვკითხო დეპუტატებს - ათეულობით მილიონ ლარზე მიმდინარეობს დავები, რომლებსაც წლების განმავლობაში, მხოლოდ იმიტომ ასაჩივრებენ, რომ თანხა არ დაბრუნდეს ბიუჯეტში, ეს რამდენად სწორია? სხვადასხვა იურიდიულ გზას მიმართავენ, რათა არ აღსრულდეს გადაწყვეტილება და თანხა ბიუჯეტში არ დაბრუნდეს. ჩვენი მოტივაცია დაუყოვნებლივ აღსრულებასთან მიმართებაში არის სწორედ ის, რომ ეს თანხები დაბრუნდეს ბიუჯეტში. რეგულირების სააგენტოს სახელმწიფოსგან აქვს ეს ფუნქცია და ამ მიმართულებით კითხვების დასმა, ვფიქრობ, უხერხულია“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)