|
2023-06-07 12:33:56, 677 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - ვაზისუბანსა და მუხიანში კიდევ ორი სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაზისუბანსა და მუხიანში კიდევ ორი სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ვაზისუბანში სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ბოლოსთვის, ხოლო მუხიანში, მიმდინარე წლის სექტემბრამდე დასრულდება. „კიდევ ორი სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო ვაზისუბანში, N90 სკოლის მიმდებარედ არსებულ სკვერში, რომლის ფართობიც 16 000 კვადრატული მეტრია და მუხიანში, გობრონიძისა და ნონეშვილის ქუჩების კვეთაზე არსებული სკვერში, რომლის ფართობიც 5 000 კვადრატული მეტრია. აღნიშნულ ტერიტორიებზე მოეწყობა დასასვენებელი სივრცეები, სადაც ყველა თაობის ადამიანს დასვენების, განტვირთვისა და ვარჯიშის შესაძლებლობა ექნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)