|
2023-05-26 15:23:39, 1106 ნახვა
საზოგადოება
შამუგია - დამოუკიდებლობა არის ჩვენი ყველაზე დიდი მონაპოვარი, რომელსაც განსაკუთრებული დაცვა და გაფრთხილება სჭირდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, ქალაქ მცხეთაში, 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ მოწყობილი სივრცე დაათვალიერა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ოთარ შამუგიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა, თავდაცვის სამინისტროს მიერ მოწყობილ სივრცეს, ადგილობრივი მეწარმეების მიერ წარმოებულ პროდუქციის გამოფენას და ბავშვებისთვის მოწყობილ შემეცნებით-გასართობ კუთხეს ესტუმრა. „საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს. დამოუკიდებლობა არის ჩვენი ყველაზე დიდი მონაპოვარი, რომელსაც განსაკუთრებული დაცვა და გაფრთხილება სჭირდება. ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქის უმთავრესი ვალიც სწორეს ეს არის - დავიცვათ ჩვენი თავისუფლება და ვიზრუნოთ ქვეყნის განვითარებაზე. ჩვენ ქვეყანა უმნიშვნელოვანესი მიზნის მიღწევის გზაზე დგას. ეს არის ევროკავშირის ოჯახის წევრობა. დარწმუნებული ვარ, სულ მალე ჩვენ ვიქნებით ევროკავშირის წევრი ღირსეული ქვეყანა, რომელმაც შეძლო ბევრი სირთულის გადალახვა, გაუმკლავდა არაერთ გამოწვევას, მაგრამ შეინარჩუნა მთავარი ღირებულებები, შეინარჩუნა დამოუკიდებლობა და აგრძელებს წინსვლას და განვითარებას”, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი არაერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო ღონისძიების ორგანიზატორია ქ.ქუთაისში, ქ.მცხეთასა და ქ.ოზურგეთში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)