|
2023-05-24 15:36:42, 832 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს თავდაცვის მინისტრი დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს, მარკ კლეიტონს უმასპინძლა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ასპექტები განიხილეს. „თავდაცვის მინისტრმა სტრატეგიულ პარტნიორს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებაში დიდი ბრიტანეთის წვლილი ხაზგასმით აღნიშნა. შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები მიმოიხილეს. ისაუბრეს კიბერუსაფრთხოების ცენტრის განვითარების პერსპექტივებზე. გადაიფარა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სეგმენტის ჩართულობაც და სხვა. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში კავშირები კიდევ უფრო განმტკიცდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)