|
2023-05-23 17:25:00, 826 ნახვა
საზოგადოება
მერია - მიმდინარე წელს, ვაკის რაიონში 104 სარეაბილიტაციო პროექტი დაფინანსდა
ვაკის რაიონის გამგეობის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში და მოსახლეობის განაცხადების საფუძველზე, მიმდინარე წელს, 104 სარეაბილიტაციო პროექტი დაფინანსდა. თბილისის მერიის ცნობით, განცხადებების განხილვის შედეგად, სხვა სამუშაოებთან ერთად, ლიფტები 53 მისამართზე, წყალარინების ქსელები - 14 მისამართზე რეაბილიტირდა, კორპუსების სახურავები - 12 მისამართზე მოეწყო, 3 მისამართზე კი, წყალსაწრეტი მილები დამონტაჟდა. გარდა ამისა, 3 მისამართზე კორპუსების სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია მოხდა, 4 მისამართზე საერთო სარგებლობის კიბეები განახლდა, 4 მისამართზე კი სადარბაზოს კარი გამოიცვალა. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ წესის მიხედვით, სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოს განხორციელებისას პროექტების ღირებულების 5% - 10% ამხანაგობის საერთო ანგარიშზე რჩება და მოსახლეობის მიერ კორპუსის საერთო საჭიროებებს მოხმარდება. ამხანაგობა ვალდებულია, განახორციელოს „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსებული სამუშაოების შედეგად რეაბილიტირებული და ამხანაგობის საერთო სარგებლობაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობა",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)