12:10 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-08 17:59:58, 876 ნახვა

საზოგადოება
ვაჟა-ფშაველას IV კვარტალში ლიფტები რეაბილიტირდა

ვაკის რაიონის გამგეობა ამხანაგობებთან თანამშრომლობას განაგრძობს. მათი მომართვიანობის საფუძველზე, ვაჟა-ფშაველას IV კვარტლის N3ა კორპუსში ახალი ლიფტები დამონტაჟდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, სამუშაოების შედეგად,  ე.წ. კარაჩაროვის ტიპის ძველი ლიფტები თანამედროვე ლიფტებით ჩანაცვლდა, გამოიცვალა მოძრაობისთვის აუცილებელი მექანიკური დეტალები.

ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე, პარლამენტში ვაკის მაჟორიტარ დეპუტატთან, ნოდარ ტურძელაძესთან ერთად ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა.

ლიფტების სარეაბილიტაციო პროექტების დაფინანსება ეტაპობრივად და საბიუჯეტო რესურსების გათვალისწინებით მიმდინარეობს.

მიმდინარე წელს, უკვე 36 ლიფტის განახლება დაფინანსდა, მათ შორის 15 ე.წ. კარაჩაროვის ტიპის ლიფტების ჩანაცვლების პროექტია.

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ წესის მიხედვით, სამუშაოების განხორციელებისას პროექტების ღირებულების 5% ამხანაგობის საერთო ანგარიშზე რჩება და მოსახლეობის მიერ კორპუსის საერთო საჭიროებებს მოხმარდება. ამხანაგობა ვალდებულია, განახორციელოს აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული სამუშაოების შედეგად რეაბილიტირებული და ამხანაგობის საერთო სარგებლობაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics