14:47 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-04 09:42:20, 614 ნახვა

საზოგადოება
ნოტარიუსებმა პროფესიული დღე აღნიშნეს

ნოტარიუსებმა პროფესიული დღე აღნიშნეს.აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, ღონისძიებაზე აღინიშნა ნოტარიუსის უმნიშვნელოვანესი როლი სამართლებრივი სახელმწიფოს განვითარებაში და მისი წვლილი ქვეყნის სამართლებრივი უსაფრთხოების დაცვაში.

"სიგელები და საჩუქრები გადაეცა იმ ნოტარიუსებს, რომლებსაც პროფესიული საქმიანობის 30-წლიანი სტაჟი შეუსრულდათ. მადლობის სიგელები მიიღეს ნოტარიუსებმა: დავით ბედიანაშვილმა, ქეთევან მამუკაშვილმა, მაია წიკლაურმა, ნინო სუხაშვილმა, ლიანა გოგიაშვილმა, ქეთევან ოდილავაძემ და თეიმურაზ გეგეშიძემ.

წარმატებული და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის დაჯილდოვდნენ პენსიონერი ნოტარიუსები.

ღონისძიებაზე ნოტარიუსის საქმიანობის ამსახველი ორი ვიდეორგოლის ჩვენებაც გაიმართა.

ღონისძიებაზე სანოტარო სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების კუთხით მიღწეულ პროგრესზე იმსჯელეს.

პროფესიული დღე კოლეგებს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარე დავით ფუტკარაძემ მიულოცა",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics