17:33 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-28 14:05:57, 934 ნახვა

საზოგადოება
პატიმარმა სასამართლოში მიყვანის დროს ყელის არეში თვითდაზიანება მიიყენა

გლდანის მერვე პენიტენციური დაწესებულების პატიმარმა, კონსტანტინე ცომაიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიყვანის დროს ყელის არეში თვითდაზიანება მიიყენა.

მსჯავრდებული კლინიკა "ვივამედში" გადაიყვანეს.

"ბრალდებულმა მიიყენა თვითდაზიანება ბასრი საგნით. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. ამ ადამიანს შარშან ჩაუდეს იარაღი, დააბრალეს, რომ თითქოს ის ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს, შეადგინეს ყალბი ოქმები, თუმცა სასამართლომ მის მიმართ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი. სასამართლოში უტყუარად დადასტურდა, რომ ის არის უდანაშაულო. მას შემდეგ, რაც მის მიმართ დადგა გამამართლებელი განაჩენი, მას დააბრალეს ყაჩაღობის ჩადენა. აქაც საქმე გაყალბებულია. გამომდინარე აქედან, ბუნებრივია, რომ მას გააჩნია პირველი დღიდან პროტესტის გრძნობა. მას შეზღუდული აქვს ზარების განხორციელების უფლება ოჯახთან",- განაცხადა უფლებადამცველმა, ტარიელ კაკაბაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics