05:52 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-13 15:58:36, 1160 ნახვა

საზოგადოება
ბავშვთა ზრუნვის ალტერნატიული სისტემის გაძლიერებისთვის პროექტი „ინსტიტუციური ზრუნვის მიღმა“ დაიწყო

საქართველოში ბავშვთა ზრუნვის ალტერნატიული სისტემის გაძლიერებისა და დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით, პროექტი „ინსტიტუციური ზრუნვის მიღმა“ დაიწყო. 

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პროექტის ფარგლებში, გაიმართა ღონისძიება, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ გახსნა. მისი განცხადებით, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ახალი პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმის წარმატებით განხორციელებას, შექმნის ხარისხიანი ალტერნატიული ზრუნვისა და სარეაბილიტაციო სერვისებს. ასევე, პოზიტიურ ცვლილებებს შეიტანს სოციალურად დაუცველი ბავშვების ცხოვრებაში. 

"პროექტი, „ვორლდ ვიჟენ საქართველოს“ მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსა და ჯანდაცვის სამინისტროს ჩართულობით ხორციელდება. 

ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს, მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: „ვორლდ ვიჟენ საქართველოს“ დირექტორმა ეკატერინე გურგენიძემ, ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობის განყოფილების უფროსის მოადგილემ, კატალინ გერმანიმ და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორმა მერი მაღლაფერიძემ.  შეხვედრაზე ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა", - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics