17:43 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-03 19:40:27, 912 ნახვა

საზოგადოება
აზარაშვილი - აქონდროპლაზიის მკურნალობისთვის, მედიკამენტ ვოზორიტიდის დაფინანსების განხილვა შეჩერებული აქვთ გერმანიას, ბრიტანეთს და სხვა ქვეყნებს

აქონდროპლაზიის მკურნალობისთვის, მედიკამენტ ვოზორიტიდის დაფინანსების განხილვა შეჩერებული აქვთ გერმანიას, ბრიტანეთს და სხვა ქვეყნებს, ვინაიდან პრეპარატი დანერგვის ადრეულ ეტაპს გადის. მისი გვერდითი ეფექტების, ასევე გრძელვადიან პერიოდში, მკურნალობის ეფექტურობის შესახებ მწირი ინფორმაცია მოიპოვება. შესაბამისად, პაციენტის ჯანმრთელობის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, არაერთმა ქვეყანამ ჩათვალა, რომ არ არის მიზანშეწონილი, ამ ეტაპისთვის, პრეპარატის დაფინანსებაზე მსჯელობა“, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

ზურაბ აზარაშვილის თქმით, მედიკამენტი არის ახლად შექმნილი, დაჩქარებული წესით აქვს მიღებული აშშ-ს საკვების და წამლის მარეგულირებელი სააგენტოსა (FDA) და ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) ავტორიზაცია, გამოიყენება მხოლოდ განსაკუთრებულ, ზოგიერთ შემთხვევაში და არ წარმოადგენს სტანდარტულ თერაპიას. 

„იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოზე დეტალურად იქნა განხილული სხვადასხვა ქვეყნების მაგალითები, სადაც მოხდა აღნიშნული მედიკამენტების შესწავლა. ასევე ჩვენი სამინისტროს მიერ, გასული თვეების განმავლობაში არის აქტიური შესწავლის ეტაპები გავლილი. აქტიური კომუნიკაცია გვქონდა როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან, ასევე პაციენტების უფლებების დაცვის ევროპულ საზოგადოებებთან და სხვადასხვა ქვეყნებთან სადაც ეს განხილვები მიმდინარეობდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე, იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს, ამ მედიკამენტის შესყიდვასთან დაკავშირებით სამინისტროსთვის დადებითი რეკომენდაცია არ მიუცია“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics