18:45 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-01 15:35:55, 1269 ნახვა

საზოგადოება
„ერთად ევროპაში“ - ბათუმში ენმ-ის აქცია გაიმართა

"ერთად ევროპაში" - ამ სახელწოდებით ამ წუთებში ბათუმში "ნაციონალური მოძრაობის" აქცია მიმდინარეობს.

აჭარის მთავრობის წინ ოპოზიციური პარტიის ლიდერები მხარდამჭერებს მიმრთავენ და 9 აპრილს დედაქალაქში გამართულ ევროინტეგრაციის მხარდამჭერ აქციაზე შემოერთებისკენ მოუწოდებენ.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებაა. ისინი ასევე პოლიტიკური პატიმრების მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გათავისუფლებას მოითხოვენ. 

"9 აპრილს 17:00 საათზე შევიკრიბოთ რუსთაველზე და ამასობაში დრო მივცეთ რუსულ ოცნებას იმისთვის, რომ რეალურად დაიწყოს კანდიდატის სტატუსისთვის მიღებისთვის სამუშაოები, რაც გულისხმობს 12 რეკომენდაციის შესრულებას. მათ მივცეთ 9 აპრილამდე დრო, რომ ისევე სწრაფად როგორც რუსული კანონი გაიწვიეს, ასევე სწრაფად ანახონ საზოგადოებას ხვალიდან, რომ ისინი იძულების წესით იწყებენ ამ ყველა რეკომენდაციის შესრულებას", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, აქციის ორგანიზატორების და მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულება, საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გათავისუფლებაა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics