19:55 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-30 16:34:15, 974 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძე - მეტროში პლაკატების გაკვრაზე ნებართვა არავის მხრიდან ყოფილა გაცემული და ვერც იქნებოდა

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე საინფორმაციო პლაკატების უნებართვოდ განთავსებას მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლების მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. 

ამის შესახებ კახა კალაძემ შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა და რამდენიმე მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე პლაკატების გაკვრის ფაქტს გამოეხმაურა. 

„მეტროში პლაკატების გაკვრაზე დაკავშირებით არავის მხრიდან ყოფილა ნებართვა გაცემული და ვერც იქნებოდა. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან ხშირად ხდება დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე, სხვადასხვა სახის პლაკატის გაკვრა, რაც შეიძლება, კანონსაწინააღმდეგო იყოს. მსგავს ფაქტებს ჩვენი მხრიდან ყოველთვის მოჰყვება რეაგირება - შესაბამისი სამსახურების მიერ ხდება პლაკატების ჩამოხსნა და იგივე მოხდება ამ შემთხვევაშიც“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

პლაკატები, რომელზეც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები არიან გამოსახული, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩასა და მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზეა გაკრული.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics