|
2023-03-28 14:02:38, 750 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საძოვრების მდგრადი მართვის კონცეფციის დოკუმენტის განხილვა დაიწყო
ქართველი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში საძოვრების მდგრადი მართვის კონცეფციის დოკუმენტი შემუშავდა. დოკუმენტი ეფუძნება კომპლექსურ მიდგომას და საძოვრების მდგრად სარგებლობას განიხილავს მეცხოველეობის დარგის განვითარების საკითხებთან ერთად. კონცეფციის თანხმად, შეიქმნება საძოვრების მართვის მუნიციპალური გეგმები, რომლის მიხედვითაც მოხდება საძოვრების იდენტიფიცირება, კლასიფიკაცია, ზონირება და სარგებლობის რეჟიმების დადგენა. აღნიშნული დოკუმენტი სამინისტროს მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) წარმომადგენლებმა ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულებთან და ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელებთან ერთად განიხილეს. შეხვედრის მონაწილეებმა დოკუმენტის ძირითადი პრინციპები, მათი მნიშვნელობა და საძოვრების მდგრადი მართვის შესახებ სახელმწიფო პოლიტიკის საკითხები განიხილეს. "სახელმწიფოსა და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული საძოვრები, დაცული ტერიტორიებისა და ტყის მიწების ჩათვლით, სარგებლობისთვის ხელმისაწვდომი გახდება როგორც საერთო სარგებლობის რეჟიმით, ასევე იჯარით. საერთო სარგებლობის სისტემა დაინერგება სასოფლო დასახლებების ახლომდებარე საძოვრებზე. კანონმდებლობით განისაზღვრება „სოფლის საძოვრის“ სტატუსი, ასევე ზამთრისა და ზაფხულის საძოვრის ცნება. იგეგმება საძოვრით მოსარგებლეთა გაერთიანებების შექმნა, რომლებთაც სარგებლობაში გადაეცემათ „სოფლის საძოვრები“. კონცეფციის თანახმად, იჯარის გამოყენება გათვალისწინებულია ისეთ საძოვრებზე, რომლებიც საძოვრით მოსარგებლეთა გაერთიანებების სარგებლობაში არ იქნება,“ - განაცხადა მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი მიშალაძემ. ქ. რუსთავში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ქვემო ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი და რეგიონის მუნიციპალიტეტის მერები; ქ. მცხეთაში შეხვედრას ესწრებოდნენ მცხეთა-მთიანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები. შეხვედრებზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია მსგავსი განხილვების მოწყობა მოსაზრებების შესაჯერებლად და კონცეფციის საბოლოო სახის შესამუშავებლად, ვინაიდან დოკუმენტის ძირითად პრინციპებს სამომავლოდ დაეყრდნობა საქართველოს კანონი საძოვრების შესახებ. საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფციის“ დოკუმენტი შემუშავდა პროექტის „მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის (LDN) ეროვნული მიზნების მიღწევა დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მდგრადი მართვის გზით“ ფარგლებში ჩამოყალიბებულ უწყებათშორის სამუშაო ჯგუფთან კოორდინაციით, ეროვნული და საერთაშორისო ექსპერტების მიერ. პროექტი მხარდაჭერილია გლობალური გარემოს დაცვის ფონდის (GEF) მიერ.
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა ადგილობრივ ბაზარზე პირველი 6-თვიანი ობლიგაციები განათავსა
„თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
"საქართველოს ბანკის" მობილბანკიდან უცხოურ ბანკში გადარიცხვების ფუნქციონალი სრულად განახლდა
საინფორმაციო სააგენტო BMG-ი On.ge-ის ყიდულობს - მედიაჩეკერი
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)