|
2023-03-27 11:02:38, 867 ნახვა
საზოგადოება
აქცია რესპუბლიკურ საავადმყოფოში - მედპერსონალი ღარიბაშვილსა და აზარაშვილთან შეხვედრას ითხოვს
რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალი კლინიკის შესასვლელში საპროტესტო აქციას მართავს. საავადმყოფოში დასაქმებულები მოითხოვენ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილთან შეხვედრას, რათა მიიღონ პასუხი შეკითხვაზე - იმ შემთხვევაში, თუ საავადმყოფოს დაანგრევენ, რა ბედი ელით კლინიკაში დასაქმებულებს. ადგილზე შეკრებილი მედიკოსები ასევე მოითხოვენ, რომ კლინიკის ხელმძღვანელმა, ზაზა ავალიანმა თანამდებობა დატოვოს. "თვეზე მეტია, დაახლოებით, ვერაფრით ვერ გავიგეთ, რა ხდება რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით. პირველად, რომ თურმე საავადმყოფო უნდა დაინგრეს, გავიგეთ მინისტრის ინტერვიუდან, ერთი თვის წინ. ამის შემდეგ, სამინისტროს წარმომადგენლებისგან არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა. ჩვენი ადმინისტრაციაც კონკრეტულ კითხვებზე პასუხს ვერ გვცემს და დამოკიდებულია სამინისტროს პოზიციაზე, სამინისტროს პოზიცია კი, ყოველთვის გაუგებარია და ურთიერთგამომრიცხავი. ჩვენი პროტესტის მთავარი მიზანია, რომ გავიგოთ კონკრეტული გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაცია, რა დაემართება სამედიცინო პერსონალს", - განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიური სამსახურის უფროსმა, ნინო ოთარიშვილმა "მთავარ არხთან" საუბრისას. ცნობისთვის, 21 მარტს გავრცელდა ღია წერილი, რომელშიც კლინიკის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ ჯანდაცვის მინისტრმა რესპუბლიკურის შენობის ნგრევა დააანონსა. აღნიშნულის შემდეგ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს მდებარეობის შენარჩუნება, ახალი კლინიკის მშენებლობა და გაძლიერება სტრატეგიული პრიორიტეტია. რაც შეეხება საავადმყოფოს მედპერსონალს, მინისტრის მოადგილე თქვა, რომ "უფლებები როგორც ანაზღაურების, ისე დასაქმების, ასევე ის, რომ პროფესიონალები, რომლებიც დღეს მუშაობენ რესპუბლიკურ საავადმყოფოში, გააგრძელონ მათი საქმიანობის შესრულებას გარდამავალ პერიოდში, ეს ყველაფერი არის განხილვის ფაზაში". რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ზაზა ავალიანის თქმით, გეგმა, რომ შენობა გაიყიდება ან სხვა სახის საინვესტიციო პროექტი განხორციელდება, არ არსებობს.
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)