23:17 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-02 17:15:42, 949 ნახვა

მსოფლიო
ზელენსკის განცხადებით, ზოგიერთი ქვეყნის ლიდერი რუსეთთან კომპრომისისკენ უბიძგებს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ზოგიერთი ქვეყნის ლიდერი მას რუსეთთან კომპრომისისკენ უბიძგებს. ზელენსკიმ აღნიშნულთან დაკავშირებით ჩეხურ მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა.

ჟურნალისტის შეკითხვას, უბიძგებს თუ არა ვინმე მას რუსეთთან კომპრომისებისკენ, უკრაინის პრეზიდენტმა ასე უპასუხა:

„ვფიქრობ, ქვეყნების ზოგიერთი ლიდერი, რა თქმა უნდა, ისურვებდა… არ მინდა ახლა ამას შეფასება მივცე, რადგან ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩემთვის არ არის მნიშვნელოვანი, რომ ვიღაც ცდილობს, მიბიძგოს… ჩვენ უკვე ვიყავით რუსეთთან მოლაპარაკებებზე. ჩვენთვის იქ ახალი არაფერია, არანაირი სიურპრიზი. მე უკვე ვიცი, რით დასრულდება ეს ისტორია. ამიტომ მე არ მინდა, ველოდო დასასრულს, რადგან ეს „ბედნიერი დასასრული“ ამ ქვეყანასთან, ამ მეზობელთან არ იქნება". 

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა რუსეთისგან ასეთ სისასტიკეს და აგრესიულობას არ ელოდა, რაც მისივე განცხადებით, უკრაინელი პოლიტიკოსების ყველაზე დიდი შეცდომაა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics