23:25 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-01 14:41:50, 1315 ნახვა

მსოფლიო
პოლტავას რაიონში 3 რუსული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, ხოლო 4 სამოქალაქო ობიექტებს დაეცა

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, პოლტავაზე დრონებით იერიში მიიტანეს. პოლტავას რაიონში დღეს დილით 3 რუსული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, ხოლო 4 სამოქალაქო ობიექტებს დაეცა. აღნიშნული ინფორმაცია პოლტავას რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, დმიტრო ლუნინმა "ტელეგრამის" არხზე გაავრცელა.

ლუნინის განცხადებით, რაიონულ ცენტრში აფეთქებები მოხდა, რასაც ხანძარი მოჰყვა.

"ადგილზე მაშველები მუშაობენ. ჯერჯერობით მსხვერპლი არ არის“, - თქვა ლუნინმა.

თავდასხმები დაადასტურა პოლტავას მერმა, ალექსანდრე მამაიმაც.

"ამ ღამეს პოლტავას ოლქს თავს დაესხა დრონები. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ ყოფილა", - დაწერა მან Telegram-ზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics