04:00 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-26 09:42:43, 1169 ნახვა

მსოფლიო
შტაინმაიერი ზელენსკის - საჭიროა სამართლიანი მშვიდობა, მშვიდობამ, რომელიც პუტინს სურს, შესაძლოა, ახალი ომი გამოიწვიოს

გერმანიის პრეზიდენტის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის განცხადებით, გერმანია უკრაინას ორ რეაქტიულ სისტემას და ოთხ ჰაუბიცას გადასცემს. ამის შესახებ უკრაინაში მყოფმა შტაინმაიერმა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

შტაინმაიერის თქმით, გერმანია უკრაინის დახმარებას საჰაერო თავდაცვის სისტემებით გააგრძელებს.

„მე გეთანხმებით თქვენ, რომ საჭიროა სამართლიანი მშვიდობა. მშვიდობამ, რომელიც პუტინს სურს, შესაძლოა, ახალი ომი გამოიწვიოს“, - ასე მიმართა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრისას.

ზელენსკის თქმით, შეხვედრაზე გერმანიის პრეზიდენტთან ერთად, უკრაინისა და ევროპის წინაშე არსებული გამოწვევები განიხილა.

"უკრაინაში მშვიდობის დამყარებაში და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში გერმანიის წვლილი ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია“, - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, გერმანიის პრეზიდენტი უკრინაში გუშინ, 25 ოქტომბერს ჩავიდა. 

ვიზიტის დროს, ჩერნიგოვის რეგიონში, ქალაქ კორიუკოვკაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს საჰაერო განგაშის დროს თავშესაფარში გადასვლაც მოუწია. 

აღსანიშნავია, რომ შტაინმაიერს თავდაპირველად ზელენსკისთან შეხვედრა გასულ ხუთშაბათს სურდა, თუმცა, მან ვიზიტი გადადო, რადგან საგარეო უწყებას და შინაგან საქმეთა სამინისტროს ისევე, როგორც ფედერალურ პოლიციას და სხვა ხელისუფლებას, აშკარად ჰქონდათ უსაფრთხოების პრობლემები.

გასულ კვირას ვიზიტის გაუქმების შემდეგ, უკრაინისა და გერმანიის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარი გამართეს.

გაზაფხულზე კიევსა და ბერლინს შორის ურთიერთობებში დამატებითი დაძაბულობა გაჩნდა შტაინმაიერის ვიზიტზე უარის თქმის გამო - უკრაინულმა მხარემ უარი თქვა მის მიღებაზე რუსეთთან მრავალწლიანი მჭიდრო ურთიერთობის გამო, სანაცვლოდ კი ფედერალური კანცლერი მოიწვია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics