03:48 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-25 09:31:40, 2593 ნახვა

მსოფლიო
ზელენსკი - რუსეთი აღარასდროს იქნება სუბიექტი, რომელიც ვინმეს რამეს კარნახობს, მას პოტენციალი აღარ გააჩნია კარნახისთვის

უკრაინა ტეხს ე.წ. მსოფლიოს მეორე არმიას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

როგორც ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში თქვა, უკრაინელი ხალხი საკუთარ მიწას ნაბიჯ-ნაბიჯ ათავისუფლებს.

"დღეს სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ზუსტად 8 თვე გავიდა. რას მივაღწიეთ ამ დროის განმავლობაში? ჩვენ დავიცავით ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობა და რუსეთი ამას უკვე ვერ შეცვლის. ნაბიჯ-ნაბიჯ ვათავისუფლებთ უკრაინის მიწას", - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.

ზელენსკის თქმით, ომმა რუსეთის პოზიციები მკვეთრად შეასუსტა და ახლა ის "აღარ არის სუბიექტი, რომელსაც შეუძლია ვინმეს რამე უკარნახოს".

"ახლა რუსეთი რაღაცას სთხოვს ირანს, რაღაცის გამოწურვას ცდილობს დასავლეთისგან, იგონებს სხვადასხვა უაზრობას უკრაინაზე. რუსეთი აღარასდროს იქნება სუბიექტი, რომელიც ვინმეს რამეს კარნახობს. მას პოტენციალი აღარ გააჩნია კარნახისთვის. 

მსოფლიო ხედავს ამას. იყო გაზის მხრივ გავლენა – აღარაა; იყო სამხედრო გავლენა – აორთქლდა; იყო პოლიტიკური წონა – ახლა მუდმივად მზარდი იზოლაციაა; იყო იდეოლოგიური ამბიციები – ახლა მხოლოდ ზიზღია. 

ეს კონფიგურაციების მნიშვნელოვანი ცვლილებაა ევრაზიის ნაწილში. რაც უფრო მეტად დაკარგავს რუსეთი პოტენციალს, მით უფრო მეტად მიიღებენ რეალურ თავისუფლებას ერები, როგორც რუსეთის გვერდით, ასევე მის საზღვრებში“, - აცხადებს ზელენსკი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics