|
2022-09-27 14:24:13, 1222 ნახვა
მსოფლიო
მედვედევი - რუსეთი არ დაუშვებს ჩვენს მიმართ მტრულად განწყობილ მეზობლებში ბირთვული იარაღის გაჩენას
რუსეთი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მტრულად განწყობილ მეზობლებში ბირთვული იარაღი არ გაჩნდეს, - ამის შესახებ ტელეგრამ არხზე რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა დაწერა. მედვედევის თქმით, რუსეთისთვის მიუღებელია ბირთვული იარაღის გაჩენა კონკრეტულად უკრაინაში, თუმცა როგორც უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ამბობს, რუსეთს უფლება აქვს, ბირთვული იარაღი გამოიყენოს. "ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენს მიმართ მტრულად განწყობილ მეზობლებში ბირთვული იარაღი არ გამოჩნდეს. მაგალითად, ნაცისტურ უკრაინაში, რომელსაც დღეს უშუალოდ აკონტროლებენ ნატო-ს ქვეყნები. საჭიროების შემთხვევაში რუსეთს უფლება აქვს, გამოიყენოს ბირთვული იარაღი წინასწარ განსაზღვრულ შემთხვევებში ბირთვული შეკავების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლების მკაცრად დაცვით თუ ჩვენ ან ჩვენს მოკავშირეებს თავს დაესხმებიან ამ ტიპის იარაღის გამოყენებით ან თუ აგრესიის დროს გამოყენებული ჩვეულებრივი იარაღით საფრთხე შეექმნება ჩვენი სახელმწიფოს არსებობას“, - წერს მედვედევი. შეგახსენებთ, რომ 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინი მთელ მსოფლიოს ბირთვული იარაღით დაემუქრა. პუტინის თქმით, რუსეთი „გამოიყენებს ყველა შესაძლო საშუალებას, ეს ბლეფი არ არის“.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)