|
2022-09-14 14:44:55, 984 ნახვა
პოლიტიკა
ოქრიაშვილი - ქვეყნის საგარეო ურთიერთობები დაყვანილია პუტინისტურ რუსეთთან უკანა ნალში შეძვრომაზე
ბატონო ივანიშვილო, არ დაგავიწყდეთ რეფერენდუმზე მეორე კითხვის დასმა - რომელი პოლიტიკური ძალა უზრუნველყოფს საქართველოს წევრობას ნატოსა და ევროკავშირში, - ასე მიმართავს ყოფილ პრემიერ-მინისტრსს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, კახა ოქრიაშვილი. მისი თქმით, ათი წელია საგარეო პოლიტიკა დაყვანილია პუტინისტურ რუსეთთან უკანა ნალში შეძვრომაზე. "ივანიშვილის მიერ კობახიძის გამოგორების სიხშირის ზრდა მიუთითებს იმაზე, რომ ბატონი ივანიშვილი ძალიან ნერვიულობს. მან მორიგ ჯერზე გამოაგორა კობახიძე - რეფერენდუმი ჩავატაროთ, უნდა თუ არა საქართველოს მოსახლეობას ომიო. ასეთი რეფერენდუმი რომ ჩატარდეს, არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, თუნდაც ერთდროულად, შედეგი ყველგან ერთნაირი იქნება - მოსახლეობის 100 % ომის წინააღმდეგია, ოკუპანტ რუსეთშიც კი. ეს მორიგი აფერისტობაა! უკრაინაში პუტინისტური რუსეთის დამარცხებების და მოსახლეობაში მხარდაჭერის კარგვის ფონზე, რა სურს „ოცნებას“ - ხალხო, ჩვენ გადაგარჩინეთ ომსო. ამიტომ ქვეყანა რომ ფსკერზეა, ხალხის შემოსავალი დოლარში რომ იკლებს, ეკონომიკა რომ არ იზრდება, მათი მმართველობის პერიოდში მოსახლეობის 23 % ემიგრაციაში რომ გაიქცა, ევროკავშირი კარს რომ არ გვიღებს, ქვეყანა კორუფციაში რომ იხრჩობა, ჩავარდნილი რეფორმები, ტოტალური უსამართლობა, უსამართლო სასამართლო და აქედან გამომდინარე, უსამართლო გარემო, მრავალგზის გაყალბებული არჩევნები, დაკვეთილი მკვლელობები, მედიაზე, არასამთავრობო სექტორზე და პოლიტიკურ ოპონენტებზე ძალადობა, პოლიტიკური პატიმრები, გოგაშვილის მიერ ღალატში მხილებული სისტემა - თურმე, გამოგონილი ომის საფრთხის გამო ეს ყველაფერი უნდა ვაპატიოთ! ივანიშვილო, ეს აფერისტობა არ გაგივა! ათი წელია, ეს არის ქვეყნის საშინაო პოლიტიკა, ხოლო მთელი საგარეო ურთიერთობები დაყვანილია პუტინისტურ რუსეთთან უკანა ნალში შეძვრომის პოლიტიკაზე. ბატონო ივანიშვილო, არ დაგავიწყდეთ რეფერენდუმზე მეორე კითხვის დასმა - რომელი პოლიტიკური ძალა უზრუნველყოფს საქართველოს წევრობას ნატოსა და ევროკავშირში, ანუ საქართველოს ნათელ მომავალს, „ოცნება“ თუ ახალი კოალიციური მთავრობა?! პასუხი წინასწარ ცნობილია - მოსახლეობის 85 % მხარს ახალ კოალიციურ მთავრობას უჭერს",- ამბობს ოქრიაშვილი.
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
23 ივლისის საღამოდან 24 ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
SJC: ოქრიაშვილზე თავდასხმა ოცნებისა და მისი მედიების მიერ დისკრედიტაციის კამპანიის შედეგია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)