|
2022-09-11 13:01:29, 1803 ნახვა
პოლიტიკა
„ეს არის ხაზარაძის პირადი ანგარიშსწორება“ - TBC-მ დიმიტრი ლორთქიფანიძის ორგანიზაცია დაასანქცირა
ეს არის მამუკა ხაზარაძის პირადი ანგარიშსწორება, - ასე ეხმიანებნა პრიმაკოვის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორი, დიმიტრი ლორთქიფანიძე „თიბისი ბანკის“ მიერ მისი ორგანიზაციის ანგარიშების დახურვას. მისი თქმით, მისი დასანქცირების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არის უკანონო და პოლიტიკური სარჩულითაა. "ეს არის მამუკა ხაზარაძის პირადი გადაწყვეტილება, პირადი ანგარიშსწორება, რომელსაც ზურგს უმაგრებს კელი დეგნანის შეხედულებებიც. იმიტომ, რომ ფინანსური ინსტრუმენტის გამოყენების გზით ანგარიშსწორების პრეცედენტი შეიქმნა "სუიზ კრედიტისგან" პირველად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ შვეიცარიის ბანკში და ამის შემდეგ გადმოვიდნენ უკვე საქართველოში. ეს გადაწყვეტილება არის უკანონო და მთლიანად პოლიტიკური სარჩულითაა. მე ვფიქრობ, რომ საქმით უნდა დაინტერესდნენ სამართალდამცავები და უსაფრთხოების სამსახურები. იმიტომ, რომ თუ ეს პრეცედენტი, რომელიც ძალიან სახიფათოა, მიიღებს გარკვეულ რეზონანს და მიიღებს დადგენილი პრაქტიკის სახეს, გამოდის, რომ ქვეყანა ძალიან სერიოზული ფინანსური საბოტაჟის დარტყმის ქვეშ მოექცევა",- ამბობს "მთავარი არხის" ცნობით, დიმიტრი ლორთქიფანიძე. ცნობისთვის, გუშინ, 10 სექტემბერს, პრიმაკოვის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „თიბისი ბანკმა“ მას სანქციები დაუწესა და ანგარიშები დაუხურა.
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
23 ივლისის საღამოდან 24 ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
SJC: ოქრიაშვილზე თავდასხმა ოცნებისა და მისი მედიების მიერ დისკრედიტაციის კამპანიის შედეგია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)