21:48 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-05 22:29:01, 1275 ნახვა

მსოფლიო
რუსეთმა ოკუპირებულ კურილის კუნძულებზე იაპონიის მოქალაქეებისთვის გამარტივებული მიმოსვლა გააუქმა

რუსეთმა გააუქმა, საბჭოთა რეჟიმის მიერ ოკუპირებული კურილის კუნძულების მონახულების გამარტივებული რეჟიმი იაპონიის მოქალაქეებისთვის, რომლებიც ადრე ცხოვრობდნენ ამ კუნძულებზე.
ამის შესახებ ნათქვამია მთავრობის განკარგულებაში, რომელიც გამოქვეყნდა სამართლებრივი აქტების ოფიციალურ ინტერნეტ პორტალზე.

შეთანხმება რუსეთსა და იაპონიას შორის კურილის მონახულების ხელშემწყობი რეჟიმის შესახებ 1999 წლიდან მოქმედებს.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, იაპონია შეუერთდა დასავლეთის ქვეყნების სანქციებს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ და 19 წლის განმავლობაში პირველად უწოდა კურილის კუნძულებს „არალეგალურად ოკუპირებული“ ტერიტორიები.

მოსკოვი და ტოკიო გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან აწარმოებენ მოლაპარკებებს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მიზნით. მაგრამ მათ ამ დრომდე შეთანხებას ვერ მიაღწიეს კურილის სამხრეთ ნაწილთან დაკავშირებით.

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ არქიპელაგი საბჭოთა კავშირმა მიითვისა, თუმცა იაპონია პრეტენზიას აცხადებს კურილის ქედის ოთხ სამხრეთ კუნძულზე - იტურუპზე, შიკოტანზე, კუნაშირსა და ჰაბომაიზე. მოსკოვი აცხადებს, რომ ამ ტერიტორიებზე რუსეთის სუვერენიტეტი შეესაბამება საერთაშორისო სამართალს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics