10:48 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-17 17:50:50, 1271 ნახვა

მსოფლიო
გერმანელების 47% თვლის, რომ სანქციები გერმანიას უფრო აზიანებს, ვიდრე რუსეთს - კვლევა

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის მეხუთე თვეში, გერმანელთა თითქმის ნახევარი თვლის, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციები გერმანიას უფრო მეტად აზიანებს, ვიდრე რუსეთს. ამის შესახებ Insa-ს ინსტიტუტის გამოკითხვის შედეგები მოწმობს .

გამოკითხულ გერმანელთა დაახლოებით 47%-მა გამოთქვა ეჭვი სანქციების მიმართ და მიაჩნია, რომ ისინი გერმანიას უფრო აზიანებენ, ვიდრე აგრესორ ქვეყანას რუსეთს. 

36% მომხრეა იმისა, რომ სანქციებიდან მიღებული ზიანი დაახლოებით ერთნაირია, როგორც გერმანიისთვის, ასევე რუსეთის ფედერაციისთვის.

გამოკითხულთა 12%-მა გამოთქვა მოსაზრება, რომ რუსეთი უფრო მეტად ზარალდება სანქციებით.

ასევე, კვლევამ აჩვენა, რომ გერმანელების უმრავლესობა, დაახლოებით 74%, ემზადება ფინანსური ვარდნისა და მზარდი უმუშევრობისთვის. კიდევ 83%-ს მიაჩნია, რომ ფასები გაგრძელდება.

გამოკითხულთა 63% ელოდება გერმანიის ე.წ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას გაზის კრიზისის გამო. კიდევ 83% ფიქრობს, რომ ენერგომოხმარებაზე შეზღუდვები იქნება კერძო ოჯახებისთვისაც.

გამოკითხვა კვლევითმა ინსტიტუტმა Insa-მ გერმანიაში 1003 რესპონდენტს შორის ჩაატარა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
ტრამპი ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა
ხამენეის დაკრძალვის ლოცვაში მილიონობით მონაწილე სკანდირებს და მისი სიკვდილისთვის შურისძიებას ითხოვს
ლონდონში ლგბტ პირთა აღლუმში ათიათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics