|
2022-06-15 17:50:09, 1042 ნახვა
მსოფლიო
მაკრონი: ვიყოთ მკაფიო - ჩვენ არ ვართ ომში, უკრაინის პრეზიდენტს მოუწევს რუსეთთან მოლაპარაკება
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ევროპა არ არის ომში რუსეთთან, ამიტომაც "უკრაინის პრეზიდენტს და მის ჩინოვნიკებს მოუწევთ რუსეთთან მოლაპარაკება". როგორც მაკრონმა რუმინეთში ვიზიტისას განაცხადა, საფრანგეთმა ყველაფერი გააკეთა რუსული არმიის შესაჩერებლად და უკრაინის დასახმარებლად. „ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ შევაჩეროთ რუსული არმია, დავეხმაროთ უკრაინელებს და მათ არმიას და გავაგრძელოთ მოლაპარაკებები. ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას. საფრანგეთმა პირველივე დღიდან მკაფიოდ თქვა, რომ რუსეთი აგრესორია. მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ მკაფიო: ჩვენ არ ვართ ომში რუსეთთან. უკრაინის პრეზიდენტს და მის ჩინოვნიკებს მოუწევთ რუსეთთან მოლაპარაკება",- განაცხადა მაკრონმა. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი კიევში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ 16 ივნისს პირველად ჩავა.
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)