19:18 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-15 13:26:20, 1329 ნახვა

მსოფლიო
პოლონეთის ვიცე-პრემიერი - ომი შესაძლოა უკრაინის ფარგლებს გასცდეს

დასავლეთის მხრიდან რუსეთთან ღია კონფრონტაციისა და მისი აგრესიის თავიდან აცილება უკრაინაში სისუსტის ნიშანია, - ამის შესახებ პოლონეთის ვიცე-პრემიერმა იაროსლავ კაჩინსკიმ გამოთქვა,  იუწყება

პოლონელი პოლიტიკოსის თქმით, ომის გავრცელება უკრაინის საზღვრებს გარეთ შესაძლებელია. მისი აზრით, ეს მოსკოვში ირაციონალური გადაწყვეტილებების შედეგად მოხდება, თუ რუსეთი ფრონტზე სერიოზულ დამარცხებას განიცდის ან „შიგნიდან არეულობა დაიწყება“.

„ომის თავიდან აცილების ჩვენი აკვიატება გარკვეულწილად გვასუსტებს რუსეთთან ამ დაპირისპირებაში, რომელიც არანაირ ღირებულებებს არ სცემს პატივს“, - ხაზგასმით აღნიშნა  იაროსლავ კაჩინსკიმ. 

ცნობისთვის, 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics