20:42 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-07 10:49:36, 1429 ნახვა

მსოფლიო
შარლ მიშელი რუსეთის ელჩს - დარბაზის დატოვება სიმართლის მოსმენაზე უფრო მარტივია

რუსეთის ელჩმა გაეროში ვასილი ნებენზიამ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა, მას შემდეგ დატოვა, რაც  ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა მოსკოვი გლობალური სასურსათო კრიზისის გაღვივებაში დაადანაშაულა.

მიშელმა ასევე დაადანაშაულა რუსული ჯარები ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებში. კონკრეტულად მოიხსენია ცნობები  სექსუალური ძალადობის შესახებ და უკრაინაში არსებულ ვითარებას,  "წამების, ტერორისა და რეპრესიების ტაქტიკა" უწოდა.

 ნებენიზიამ „კატეგორიულად უარყო“ რუსი ჯარისკაცების მხრიდან სექსუალური ძალადობის შესახებ ნებისმიერი ბრალდება და დაგმო ის, რაც მან თქვა, რომ „ტყუილი იყო“.

 „მე ვერ დავრჩებოდი იმის გამო, რომ შარლ მიშელი აქ მოვიდა ტყუილების გასავრცელებლად“.- განუცხადა ელჩმა Reuters-ს

„შეიძლება დატოვო ოთახი, რადგან უფრო ადვილია არ მოუსმინო სიმართლეს“,- ასე შეაფასა  ევროსაბჭოს პრეზიდენტმა რუსეთის ელჩის ქმედება.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics