18:23 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-14 23:49:26, 1881 ნახვა

ომი უკრაინაში
ბუჩის მერი - ტაძართან არსებული მასობრივი საფლავიდან 73 ცხედარი უკვე ამოიყვანეს

კიევთან ახლოს, ქალაქ ბუჩაში, წმინდა ანდრია პირველწოდებულის ეკლესიის მახლობლად მდებარე მასობრივი საფლავიდან უკვე ამოღებულია 73 ცხედარი, განუცხადა UNIAN-ს მერმა ანატოლი ფედორუკმა.

მისივე თქმით, ქალაქში ნაპოვნი 403 გვამიდან იდენტიფიცირებულია 167. იდენტიფიკაციის პროცესი გრძელდება.

ერთი დღით ადრე ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალის მთავარმა პროკურორმა კარიმ ხანმა ბუჩაში ვიზიტის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინა საზარელი დანაშაულების ჩადენის ადგილად იქცა.

აპრილის დასაწყისში, კიევის რეგიონიდან რუსული ჯარების გაყვანის შემდეგ, ბუჩას ქუჩებში ათობით ცხედარი იპოვეს. უკრაინა და დასავლეთის ქვეყნები რუს სამხედროებს ადანაშაულებენ ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტაში, რომლებიც ქალაქში რამდენიმე კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
გენერალური პროკურორი - კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ელენე ხოშტარიასთან მკურნალი ექიმი ვერ შედის
რა წერია საქართველოს შესახებ PACE-ს რეზოლუციაში - სრულად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics