19:02 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-08 14:10:03, 1195 ნახვა

მსოფლიო
ბარაკ ობამა - ვერ წარმოვიდგენ, რომ პუტინი, რომელიც უკრაინაში შეიჭრა, იგივეა, ვისაც ვიცნობდი

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ ჩიკაგოს უნივერსიტეტის პოლიტიკის ინსტიტუტისა და The Atlantic-ის მიერ გამართულ ღონისძიებაზე რუსეთ-უკრაინაში მიმდინარე ომაზე ისაუბრა.

როგორც ობამამ აღნიშნა, არ წარმოუდგენია, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომელსაც იცნობდა, იგივეა, ვინც ახლა უკრაინაში შეიჭრა.

მისივე თქმით, 5 წლის წინ ის ვერ იწინასწარმეტყველებდა პუტინის უკრაინაში შეჭრას. 

„არ წარმომიდგენია, რომ ის ადამიანი, რომელსაც ვიცნობდი, იგივეა, რაც ის, ვინც ახლა ხელმძღვანელობს უკრაინაში რუსეთის შეჭრას. ის ყოველთვის დაუნდობელი იყო. თქვენ ნახეთ ის, რაც მან გააკეთა ჩეჩნეთში. 5 წლის წინ ამას [რუსეთის უკრაინაში შეჭრას] ვერ ვიწინასწარმეტყველებდი", - განაცხადა ბარაკ ობამამ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics