16:26 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-05 10:03:41, 679 ნახვა

მსოფლიო
ჯეიკ სალვინი - უკრაინაში ომის ახალი ეტაპი შესაძლოა რამდენიმე თვეს გაგრძელდეს

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ გეგმებს ცვლის  და ომის ახალი ეტაპისთვის ემზადება, რომელიც შესაძლოა  რამდენიმე თვეს ან უფრო დიდხანს გაგრძელდეს. - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა ბრიფინგზე განაცხადა .

სალივანმა აღნიშნა, რომ რუსეთი ახლა თავს დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებს დაესხმება. სავარაუდოდ, დამპყრობლები გააგრძელებენ ნიკოლაევის ბლოკირებას და ხარკოვზე თავდასხმას.

მისივე თქმით, რუსული ჯარები უკრაინის ჩრდილოეთიდან დონბასში გადანაწილდებიან. სავარაუდოდ, ოკუპანტები იქ დამატებით  ათიათასობით ჯარისკაცისგან შემდგარი ბატალიონის ტაქტიკურ ჯგუფებს განათავსებენ.

ამასთან აშშ პროგნოზირებს, რომ რუსეთი ყურადღებას გაამახვილებს ლუგანსკის და დონეცკის რეგიონების ფართო საზღვრების ხელში ჩაგდების მცდელობაზე, რათა წინა სამხედრო წარუმატებლობა „დაფაროს“.

ცნობისთვის, რუსი სამხედროები უკრაინის ტერიტორიაზე 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics