16:26 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-04 18:13:47, 760 ნახვა

მსოფლიო
ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგული ვრჩები – მერკელი ზელენკის პასუხობს

გერმანიის ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის კრიტიკას პასუხობს.

მერკელის პრესმდივნის თქმით,  ანგელა მერკელი 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას ისევ ეთანხმება.

„კანცლერი, ანგელა მერკელი 2008 წელს ბუქარესტის ნატო-ს სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგული რჩება“, – განაცხადა პრესმდივანმა.

კანცლერის პრესმდივნის თქმით, მერკელი მხარს უჭერს საერთაშორისო ძალისხმევას უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით, თუმცა მას კომენტარი არ გაუკეთებია ზელენსკის მიწვევაზე.

მანამდე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ანგელა მერკელი და სარკოზი ბუჩაში მიიწვია, რათა, უკრაინის პრეზიდენტის სიტყვებით - "ნახონ, რა მოიტანა 14 წლის განმავლობაში რუსეთის მიმართ დათმობების პოლიტიკამ. საკუთარი თვალით ნახონ ნაწამები უკრაინელები".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics