17:48 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-04 14:27:25, 2726 ნახვა

მსოფლიო
უკრაინელმა სამხედროებმა ბუჩაში იპოვეს სარდაფი, სადაც რუსი დამპყრობლები მშვიდობიან მოქალაქეებს აწამებდნენ

უკრაინელმა სამხედროებმა ბუჩაში იპოვეს სარდაფი, სადაც რუსი დამპყრობლები შეურაცხყოფდნენ და ხოცავდნენ მშვიდობიანი მოქალაქეებს. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულ Telegram არხზე ვრცელდება. 

სურათებით ნაჩვენებია, მამაკაცების ცხედრები. ყველა მათგანი მოხრილ მდგომარეობაში და ზურგზე შეკრული ხელებით გარდაიცვალა.

რუსი დამპყრობლებისგან გათავისუფლებული კიევის ოლქის ტერიტორიიდან უკვე ნანახი და გადმოსვენებულია 410 დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი. - ამის შესახებ, უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ Facebook-ზე განაცხადა.

1 აპრილს ბუჩას მერმა ანატოლი ფედორუკმა დაადასტურა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა რუსი ოკუპანტები განდევნეს. უკან დახევისას რუსებმა დანაღმეს სამოქალაქო ნაგებობები, ინფრასტრუქტურული ობიექტები და დასახლებული პუნქტები.
გათავისუფლებულ ქალაქში უკრაინელმა სამხედროებმა დაიწყეს ტერიტორიის გაწმენდა დივერსანტებისა და რუსი თანამზრახველებისგან.

2 აპრილის საღამოს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა, რომ მთელი კიევის რეგიონი განთავისუფლდა რუსი დამპყრობლებისგან.

უკრაინელმა სამხედროებმა, რომლებმაც კიევის ირგვლივ ყველა ტერიტორია დაიბრუნეს, აცხადებენ, რომ ქალაქებში დაღუპულ მშვიდობიან მოქალაქეებს პოულობენ. განთავისუფლებული ქალაქი ბუჩას მერმა თქვა, რომ 300 მცხოვრები დაიღუპა რუსული არმიის ერთთვიანი ოკუპაციის დროს, ხოლო მსხვერპლი ნახეს მასობრივ საფლავში, ზოგი კი, კვლავ ქუჩებში ეგდო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics