13:36 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-01 09:56:13, 627 ნახვა

მსოფლიო
ბრიტანეთის დაზვერვა - კიევი და ჩერნიგოვი მუდმივი სარაკეტო თავდასხმების ქვეშ არიან, ვერ ვხედავთ რუსეთის აქტივობის შემცირებას

რუსეთის განცხადების მიუხედავად, რეგიონებში აქტივობის შემცირებასთან დაკავშირებით, ჩერნიგოვი და კიევი კვლავ მუდმივი საჰაერო და სარაკეტო დარტყმების ქვეშ არიან. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინიტროს მიერ გავრელებულ ანგარიშშია აღნიშნული. 

„უკრაინამ ასევე განაგრძო წარმატებული, მაგრამ შეზღუდული კონტრშეტევების განხორციელება კიევის აღმოსავლეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით. უკრაინულმა ძალებმა დაიბრუნეს ჩეგნიგოვის სამხრეთით მდებარე სოფლები სლობოდა და ლუკაშოვკა, რომლებიც განლაგებულია ქალაქსა და კიევს შორის ერთ-ერთ მთავარი მიწოდების მარშუტზე", - ნათქვამია დაზვერვის განცხადებაში. 

მანამდე, დიდი ბრიტანეთის დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსთს თავისი ძალების ნააწილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდა უკრაინაში შეჭრის გასაძლიერებლად გადაჰყავდა. დაზვერვის თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ამ გზით გაძლიერებას გეგმავდა და ეს მიანიშნებს მოულოდნელ ზარალზე, რომელიც ოკუპანტებმა განიცადეს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics