13:11 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-29 15:15:32, 1019 ნახვა

სამხედრო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მინისტრს ჯეიმს ჰიპის შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების მინისტრს ჯეიმს ჰიპის შეხვდა. - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინსიტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და წარმატებული პარტნიორობა.

მან ბრიტანულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის. შეხვედრაზე მინისტრებმა რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომისა და არსებული უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ ისაუბრეს. ხაზგასმით აღინიშნა საერთაშორისო საზოგადოების, განსაკუთრებით კი ბრიტანეთის მთავრობის როგორ პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. მხარეებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს უკრაინის მიმართ მხარდაჭერა.

თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო განაგრძობს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას და აუცილებელი რეფორმების გატარებას, მათ შორის საწვრთნელი შესაძლებლობების გაძლიერებას. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს თანამშრომლობის პრაქტიკული მექანიზმების ეფექტიანად გამოყენებას, რაც ხელს შეუწყობს ალიანსთან ურთიერთთავსებადობის გაზრდას. აღინიშნა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში გაერთიანებული სამეფოს მნიშვნელოვანი წვლილი.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ჰიბრიდული გამოწვევებისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის გზებსა და მოსალოდნელ საფრთხეებზე. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის კონკრეტული ასპექტებიც მიმოიხილეს, მათ შორის უორდროპის სტრატეგიული დიალოგის ფორმატი, რომელიც შესანიშნავი პლატფორმაა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის.

შეხვედრის დასასრულს ჯუანშერ ბურჭულაძემ ბრიტანელი კოლეგა, თავდაცვის მდივანი ბენ უოლასი საქართველოში მოიწვია.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მარნეულში 6 ადამიანი ტორტით მოიწამლა, მოკვლევა დაწყებულია
ხალხის ტოტალური კონტროლისთვის არ იქნება აუცილებელი მოქალაქის მიმართვა, რეჟიმი თავად მოძებნის კრიტიკოსებს
დეკანოიძე - საკვებ პროდუქტებზე ფასები დაავიწყდათ, სამაგიეროდ, მდინარაძის ფუნქციისთვის კიდევ უფრო მეტი ჩვენი ფული დაიხარჯება
თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სასესხო პორტფელის სავალუტო სტრუქტურის შესახებ რეკომენდაციები გამოაქვეყნა - მკითხველის კომენტარებზე პასუხებთან ერთად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics