14:17 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-18 12:45:57, 258 ნახვა

ხალხის ტოტალური კონტროლისთვის არ იქნება აუცილებელი მოქალაქის მიმართვა, რეჟიმი თავად მოძებნის კრიტიკოსებს

სპეციალური სამმართველოს საქმიანობას ექნება პერმანენტული ხასიათი და რაც მნიშვნელოვანია, არ იქნება აუცილებელი იმ მოქალაქის მიმართვა, რომლის მიმართაც განხორციელდა  სიტყვიერი ძალადობა, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, შსს-ს ახლად შექმნილ სამმართველოს პროაქტიულ რეჟიმში, თავისი ინიციატივით, უფლება ექნება, რომ მოიძიოს დარღვევის ფაქტები და მიმართოს სასამართლოს ადმინისტრაციული სახდელის დადების მოთხოვნით იმ კონკრეტული პირის მიმართ, ვინც სამართალდარღვევა ჩაიდინა.

„ჩვენ არ დაგვიანონსებია, რომ საკანონმდებლო ინიციატივით შევალთ პარლამენტში, შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა ჩვენ უკვე გვაქვს და ხდება კიდეც მისი აღსრულება. ოღონდ „კონტექსტიდან ამოგლეჯილად" დავარქვათ, უტრირებულადაც კი, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მოქალაქის საჩივრის საფუძველზე ხდება სამართლებრივი რეაგირება, მათ შორის, შსს-ს მხრიდან, სადაც შეიქმნება სპეციალური სამმართველო. სპეციალური სამმართველოს საქმიანობას ექნება პერმანენტული ხასიათი და რაც მნიშვნელოვანია, არ იქნება აუცილებელი იმ მოქალაქის მიმართვა, რომლის მიმართაც განხორციელდა სიტყვიერი ძალადობა. შსს-ს ახლად შექმნილ სამმართველოს პროაქტიულ რეჟიმში, თავისი ინიციატივით, უფლება ექნება, რომ თვითონ მოიძიოს ასეთი დარღვევის ფაქტები და მიმართოს სასამართლოს ადმინისტრაციული სახდელის დადების მოთხოვნით იმ კონკრეტული პირის მიმართ, ვინც სამართალდარღვევა ჩაიდინა.

ჩემი საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება, მივაქციო ყურადღება, რომ აღსრულდეს კანონი, პროაქტიულ რეჟიმში. ჩემი პირადი და ხელისუფლების პასუხისმგებლობა იქნება, დავაწესოთ და დავადგინოთ სწორი პრაქტიკა საიმისოდ, რომ სწორი ზღვარი გაევლოს ადამიანის უფლებებს, მათ შორის, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებასა და შეურაცხყოფას შორის, შუღლის გამაღვივებელ სიტყვებს, ფრაზებსა და ამგვარი გამოხატვის ფორმებს შორის,"- აღნიშნა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე ოპოზიციაზე: თავიდანვე გასაგები იყო, რომ ეს ერთობა განწირული იყო მარცხისთვის
კალაძე აცხადებს, რომ სოციალურ ქსელებში სტატუსები, განცხადებები, უნდა დარეგულირდეს
გაეცანით საქართველოს ბანკის განახლებულ საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებს
ჩაერთეთ საქართველოს ბანკის განვადების აქციაში და გაინახევრეთ განვადების თანხა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics