10:35 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-25 15:49:37, 993 ნახვა

მსოფლიო
პოლონეთის პრეზიდენტი - თუ ვინმეს სურს ჩვენზე თავდასხმა, უნდა გაითვალისწინოს, რომ მტკიცედ დავიცავთ სამშობლოს

რუსეთის მუქარას პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პოლონეთი მშვიდობიანი ქვეყანაა, მაგრამ თავდასხმის შემთხვევაში თავს დაიცავს. ამის შესახებ, "ევროპული სიმართლე" ,TVP info-ზე დაყრდნობით წერს.

ჟურნალისტმა პოლონეთის პრეზიდენტს რუსეთისგან მოახლოებულ საფრთხეზე ჰკითხა,  რაზეც პრეზიდენტმა დასძინა,  რომ პოლონეთს მშვიდობა სურს თუმცა „გარწმუნებთ, რომ ის საკმარისად დიდია, რომ აგრესორების დასამარხად ადგილი ჰქონდეს"

„პოლონეთში არის გამონათქვამი: „ნუ შეაშინებ ნუ შეაშინებ. ჩვენ ვართ ერი, რომელიც გასული საუკუნის განმავლოაბაში თავს არავის დასხმია. ჩვენ ყოველთვის გვინდოდა მშვიდად ცხოვრება. ჩვენ გამოვძვერით რკინის ფარდიდან, დავიბრუნეთ სრული სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა, ეკონომიკური თავისუფლება, რათა გვეცხოვრა კომფორტულად, განვვითარებულიყავით, შეგვესწავლა მსოფლიო და გავმხდარიყავით მსოფლიო მოქალაქეები და გვინდა, რომ ეს ასეც გაგრძელდეს. ეს არის ჩვენი მისწრაფება. თუ ვინმეს სურს ჩვენზე თავდასხმა, ჩრდილოეთიდან თუ აღმოსავლეთიდან, თუ ნებისმიერი სხვა მხრიდან, მან უნდა გაითვალისწინოს, რომ ჩვენ მტკიცედ დავიცავთ ჩვენს სამშობლოს. “, - განაცხადა დუდამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა
ხამენეის დაკრძალვის ლოცვაში მილიონობით მონაწილე სკანდირებს და მისი სიკვდილისთვის შურისძიებას ითხოვს
ლონდონში ლგბტ პირთა აღლუმში ათიათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა
პუტინმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics