|
2022-03-15 16:54:02, 545 ნახვა
მსოფლიო
ალექსეი არესტოვიჩი - უკრაინა ყირიმის აღიარებასა და დონბასზე უარის თქმას არ დათანხმდება
პრეზიდენტის აპარატის უფროსმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ უკრაინა არ დათანხმდება ყირიმის აღიარებასა და დონბასზე უარის თქმას. მისივე თქმით,ისტორიაში „ერთობლივი მმართველობის“ სხვადასხვა მაგალითები არსებობს. მაგალითად, როცა ერთ ქვეყანას სხვისი სახელმწიფოს ტერიტორია თავის საკუთრებად მიაჩნია, თუმცა ამას მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა არ აღიარებს. „არსებობს, მაგალითად, ერთობლივი მმართველობის ვერსია. ისტორიაში არის სხვადასხვა მაგალითები. მაგალითად, თურქეთი და კვიპროსი. ის ჩრდილოეთ კვიპროსს თავისად თვლის, მაგრამ ამას მსოფლიოში სხვა არავინ აღიარებს. არსებობს მილიონი ვარიანტი, ვფიქრობ, ჩვენი დიპლომატია გაუმკლავდება, რადგან ამაში ჩართულია არა მხოლოდ ორმხრივი ურთიერთობები, არამედ ქვეყნების მთელი სისტემა, თუნდაც ის ქვეყნები, რომლებიც შორს არიან უკრაინისგან, მაგრამ ძალიან სერიოზული ფაქტორია რუსეთისთვის...“, - თქვა არესტოვიჩმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)