|
2022-03-11 21:21:30, 942 ნახვა
მსოფლიო
უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთმა უკრაინის საჰაერო სივრციდან ბელარუსის სოფელი დაბომბა, რათა ომში ბელარუსიც ჩაეთრია
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ პარასკევს, რუსულმა ავიაციამ უკრაინის საჰაერო სივრციდან ბელარუსში, საზღვრის მახლობლად მდებარე დასახლება დაბომბა. უწყების ცნობით, მიზეზად, უკრაინა-რუსეთის ომში ბელარუსის ჩართვა დასახელდა. უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ ადგილობრივი დროით, 14:30 საათზე (12:30 GMT), სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა მიიღო ინფორმაცია, რომ რუსული თვითმფრინავი აფრინდა ბელორუსის აეროდრომიდან, გადავიდა უკრაინის საჰაერო სივრცეში და შემდეგ ესროლა სოფელ კოპანს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. „ეს არის პროვოკაცია! მიზანია ბელორუსის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ჩართვა უკრაინასთან ომში!“, - ნათქვამია უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის განცხადებაში. უკრაინელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ იმავე ოპერაციის სამიზნე ბელორუსის კიდევ ორი დასახლებაც იყო. „ჩვენ ოფიციალურად ვაცხადებთ: უკრაინის სამხედროებს არ აქვთ დაგეგმილი და არ აპირებენ რაიმე აგრესიული ქმედებების განხორციელებას ბელორუსის რესპუბლიკის წინააღმდეგ“, - ნათქვამია უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)