11:15 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-09 12:46:39, 721 ნახვა

მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის საჰაერო სივრცეში რუსეთის თვითმფრინავებით ფრენა სისხლის სამართლის დანაშაული ხდება

დიდი ბრიტანეთის საჰაერო სივრცეში რუსეთის მოქალაქეების საკუთრებაში ან მათ მიერ დაქირავებული თვითმფრინავებით ფრენა სისხლის სამართლის დანაშაული ხდება. ამის შესახებ  ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, რუსეთის კუთვნილ თვითმფრინავებს უკვე აეკრძლათ დიდ ბრიტანეთში ფრენა, თუმცა ახალი სანქციების სამიზნე რუსეთში რეგისტრირებული კერძო თვითმფრინავებია, რომლებსაც მდიდარი რუსები ქირაობენ.

დიდი ბრიტანეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ აღნიშნული სანქცია შეეხებათ კრემლთან დაახლოებულ პირებს.

გარდა ამისა, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გამოაცხადა ახალი სავაჭრო სანქციები, რომლებიც ხელს შეუშლის გაერთიანებული სამეფოს ავიაციის ან კოსმოსური ტექნოლოგიების ექსპორტს რუსეთში, მათ შორის, ქეყანასთან დაკავშირებულ სერვისებს, როგორიცაა დაზღვევა.

ახალი სანქციების გამოცხადებისას დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა განაცხადა, რომ ცვლილებები შემდგომ „ეკონომიკურ ზიანს მიაყენებს რუსეთს და კრემლთან დაახლოებულ ადამიანებს“. მანვე დასძინა, რომ ბრიტანეთის მთავრობა გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას და „იმუშავებს რუსეთის იზოლაციაზე საერთაშორისო ასპარეზზე“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics