05:30 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-04 17:46:57, 529 ნახვა

მსოფლიო
იენს სტოლტენბერგის განცხადებით, NATO უკრაინაში ძალების შეყვანას არ აპირებს

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინის ცის დაკეტვას, ამ ეტაპზე, ალიანსში არ განიხილავენ. 

როგორც სტოლტენბერგმა საგანგებო სხდომის დასრულების შემდე, პრესკონფერენციაზე განაცხადა, ალიანსი აგრძელებს უკრაინის დახმარებას, თუმცა მის საჰაერო და სახმელეთო სივრცეში ძალების შეყვანას არ აპირებს. 

სტოლტენბერგმა აღნიშნულის მიზეზებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ალიანსის წევრ სახლმწიფოებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა, უზრუნველყონ, რომ რუსეთის ომი უკრაინის ფარგლებს გარეთ არ გავიდეს. 

„ვინაიდან ეს იქნება უფრო საშიში, უფრო დამანგრეველი და გამოიწვევს დიდ ადამიანურ ტანჯვას. ამიტომ ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ არ ვაპირებთ უკრაინაში შესვლას არც სახმელეთო და არც უკრაინის საჰაერო სივრცის გავლით. რა თქმა უნდა,  ცის დაკეტვის ერთადერთი გზა NATO-ს საბრძოლო თვითმფრინავები  უკრაინის საჰაერო ზონაში შესვლა იქნება და ცის დაკეტვა რუსეთის თვითმფრინავების ჩამოგდებით დაწესდება", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics