18:37 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-05 13:55:55, 1010 ნახვა

სამართალი
თბილისში არასრულწლოვნის მკვლელობის გამო, ორი პირი დააკავეს

თბილისში არასრულწლოვნის მკვლელობის გამო, ორი პირი დააკავეს დედაქალაქის პოლიციის დეპარტმენტმა, 4 დეკემბერს მომხდარი მკვლელობის ბრალდებით, 2004 და 2005 წელს დაბადებული პირები დააკავეს.

შსს-ის ინფორმაციით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. გარდაცვლილია 2006 წელს დაბადებული პირი. მას სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღიდან ჰქონდა მიყენებული. დაშავებული არასრულწლოვანი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. პოლიციამ ეჭვმიტანილები შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და 376- ე მუხლის მე- 3 ნაწილით მიმდინარეობს. აღნიშნული წინასწარი შეცნობით, აარასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
გენერალური პროკურორი - კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ელენე ხოშტარიასთან მკურნალი ექიმი ვერ შედის
რა წერია საქართველოს შესახებ PACE-ს რეზოლუციაში - სრულად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics