|
2020-10-07 12:19:35, 552 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - სოსო გოგაშვილის „ქართულ ოცნებასთან“ განქორწინება სრული ფორმალობაა
„სტრატეგია აღმაშენებლის“ დამფუძნებელი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ სოსო გოგაშვილის „ქართულ ოცნებასთან“ „განქორწინება სრული ფორმალობაა“. ვაშაძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ ამ საარჩევნო პერიოდისთვის შესაძლოა გოგაშვილისთვის კონკრეტული დავალებები აქვს. „სოსო გოგაშვილი არის კომპრომიტირებული ადამიანი, შესაბამისად მისი მართვის მექანიზმი მთლიანად ხელში უჭირავს „დამსხვრეული ოცნებების პარტიას“. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ მისი ვითომდა განქორწინება სრული ფორმალობაა. რეალურად შესაძლოა მას აქვს კონკრეტული დავალებები ამ საარჩევნო პერიოდისთვის“, - განაცხადა ვაშაძემ. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი „ქართულ ოცნებას“ ტოვებს. გოგაშვილი მედიასთან არ საუბრობს წასვლის მიზეზებზე.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)